ჩაბარების ვადა:

1 აპრილი 2019, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T5055 - ტენდერი ბეჭდვითი მომსახურების შესყიდვაზე გათამაშებისთვის ბილეთების დაბეჭდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს ნეოგაზიაცხადებს ტენდერს ბეჭდვითი მომსახურების შესყიდვაზე: გათამაშებისთვის ბილეთების დაბეჭდვაზე 22/03-NEO-S/PRT-19

მომსახურების აღწერა:

  1. ბილეთების მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს: 300 000 (სამასი ათასი) ცალს,
  2. ნუმერაცია 4 600 001 დან 4 900 000-ის ჩათვლით;
  3. ზომა - 50 მმ X 100 მმ;
  4. ფორმა - ოთკუთხედი;
  5. ფერები - 4+4.

დართულ ფაილში, გთხოვთ, იხილოთ:

  1. ტექნიკური დავალება;

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით შემდეგი რაოდენობების მიხედვით:
    - 50 000 ცალი დაკვეთის შემთხვევაში
    - 100 000 ცალის დაკვეთის შემთხვევაში
    - 200 000 ცალის დაკვეთის შემთხვევაში
    - 300 000 ცალის დაკვეთის შემთხვევაში
  • ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური/მსგავსი სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის მითითებით);
  • ტექნიკური დავალების შესაბამისად წარმოდგენილი ნიმუში;
    - შენიშვნა: ნიმუშის წარმოდგენა აუცილებელია.
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
    - ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
  • კომპანიის საკონტაქტო ინფორმაცია.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

წინადადების წარდგენის წესი:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: დიმიტრი აგეკიანი. ელ.ფოსტა: dagekyan@gig.ge; საკონტაქტო ნომერი: 598 88 94 90
  • საკონტაქტო პირი ბილეთების მახასიათებლებთან დაკავშირებით: სალომე ასლანიკაშვილი. საკონტაქტო ნომერი: 599 43 92 29;

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 1 აპრილი, 17:00 საათი.

ტენდერის კატეგორია:

  • 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები