ჩაბარების ვადა:

27 მაისი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T5377 - ტენდერი სამედიცინო მედიკამენტების და სახარჯი მასალების შეძენაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ქართულ–ჰოლანდიური ჰოსპიტალი“არის კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული მრავალპროფილური საავადმყოფო საქართველოში, რომელიც პაციენტებს სთავაზობს სამედიცინო მომსახურების სრულ სპექტრს. კომპანიამ საქართველოში ფუნქციონირება 2018 წელს დაიწყო. ქართულ–ჰოლანდიურ ჰოსპიტალს სათავეში უდგას გამოცდილი და კვალიფიციური მენეჯმენტი, საერთაშორისო გამოცდილების და პროფესიონალი ექიმებისაგან შემდგარი გუნდი.

შპს „ქართულ–ჰოლანდიური ჰოსპიტალი“აცხადებს ტენდერს სამედიცინო მედიკამენტების და სახარჯი მასალების შეძენაზე.

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • ტენდერის ძირითადი მოთხოვნები;
  • სააპლიკაციო ფორმა;

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • ფასები სატენდერო მოთხოვნის შესაბამისად (იხ.მიმაგრებული ფაილი);
  • ანგარიშსწორების პირობები;
  • მოწოდების პირობები;
  • საგარანტიო პირობები;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ.თანდართულ ფაილში);

გთხოვთ საბუთებთან ერთად ასევე გამოაგზავნოთ  CD დისკზე ჩაწერილი შევსებული სპეციფიკაცია  

*** ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);  

გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება ტენდერში შემოტანილი ვადების,პირობების და მომსახურების შესაბამისად.  

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
  • ტენდერის დასახელება;
  • წარწერა: ”კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, მუხიანის დასახლება, გობრონიძის №27.

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 27 მაისი 2019 წ. (18:00- მდე)  

ტექნიკურ/ტენდერის  საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:  
სოფიო ედილაშვილს 
მარაგების მართვის მენეჯერი
შპს „ქართულ–ჰოლანდიური ჰოსპიტალი“
გობრონიძის 27, თბილისი 0112
ტელ: (+995) 597 05 77 05
E-mail: sofo.edilashvili@mail.ru

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:  
მამუკა ტაბიძეს
შესყიდვების განყოფილების უფროსი
შპს „ქართულ–ჰოლანდიური ჰოსპიტალი“
გობრონიძის 27, თბილისი 0112
ტელ.: (+995) 599 53 74 18
E-mail: procurement@gedh.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 33100000 სამედიცინო მოწყობილობები
  • 33600000 ფარმაცევტული პროდუქტები

დოკუმენტაცია

სატენდერო ინფორმაცია ქართულ–ჰოლანდიური ჰოსპიტალი სატენდერო ინფორმაცია ქართულ–ჰოლანდიური ჰოსპიტალი
მედიკამენტები მედიკამენტები
სააპლიკაციო ფორმა სააპლიკაციო ფორმა
სახარჯი მასალები დიალიზი სახარჯი მასალები დიალიზი
სახარჯი მასალები კარდიოლოგია სახარჯი მასალები კარდიოლოგია
სახარჯი მასალები ნეიროქირურგია სახარჯი მასალები ნეიროქირურგია
სახარჯი მასალები სადეზინფექციო სახარჯი მასალები სადეზინფექციო
სახარჯი მასალები საოპერაციო სახარჯი მასალები საოპერაციო
სახარჯი მასალები ტრამვატოლოგია სახარჯი მასალები ტრამვატოლოგია
სახარჯი მასალები ძაფები სახარჯი მასალები ძაფები
ყველას ჩამოტვირთვა