
ჩაბარების ვადა:
27 მაისი 2015, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT538 - ტენდერი საწვავის შეძენაზე
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. „ბაზისბანკი“ აცხადებს ტენდერს საწვავის შეძენაზე (1 წლის ვადით).
მომსახურების სახე:
ბენზინის და დიზელის შეძენა.
სავარაუდო წლიური რაოდენობა:
- ბენზინი - 20 000 ლიტრი;
- დიზელი - 10 000 ლიტრი;
შენიშვნა:
- კომპანიას უნდა ჰქონდეს საბარათე სისტემა;
- გადახდა უნდა მოხდეს კონსიგნაციით, თვის განმავლობაში გახარჯული რაოდენობის მიხედვით.
თანდართულ დოკუმენტებში იხილეთ:
- დებულება კონფიდენციალურობასა და ინტერესთა კონფლიქტის შესახებ;
დაინტერესების შემთხვევაში წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:
- ფასთა ნუსხა (დღგ–ს ჩათვლით)
- ანგარიშსწორების პირობები;
- ბენზინგასამართი სადგურების რაოდენობა თბილისში;
- ბენზინგასამართი სადგურების რაოდენობა და მდებარეობა რეგიონებში;
- რეკომენდაციები (მინიმუმ 2 სხვადასხვა კომპანიიდან);
- შევსებული და ხელმოწერილი დებულება კონფიდენციალურობასა და ინტერესთა კონფლიქტზე (იხ. თანდართული დოკუმენტი);
ტენდერის ჩაბარების პირობები:
საბუთები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში.
კონვერტზე უნდა მიუთითოთ:
- ტენდერის დასახელება;
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი, იურიდიული მისამართი);
- მიმღების დასახელება (სამეურნეო განყოფილება);
- ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;
სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 27.05.2015 (17:00 სთ)
გამარჯვებულად გამოცხადდება კომპანია, რომელიც შემოგვთავაზებს საუკეთესო ფასს, ხარისხს და მომსახურების პირობებს.
სს „ბაზისბანკი“, სამეურნეო განყოფილება
სამეურნეო განყოფილების თანამშრომელი – ლაშა ჭონიშვილი
მის.: ქ. თბილისი, ქ. წამებულის გამზირი N1
ტელ.: (+995 32) 2 922 922 (+ 195) მობ. 5 95 44 55 45 (11:00 სთ–დან 16:00 სთ–მდე)
ელ.ფოსტა: tenders@basisbank.ge