ჩაბარების ვადა:

26 აგვისტო 2019, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T5804 - ტენდერი შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფის სერვისის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „სადაზღვევო კომპანია იმედი Lაცხადებს ტენდერს შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფის სერვისის შესყიდვის შესახებ.

გამოცდილი და სერტიფიცირებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომსახურება, რომელიც შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის პრევენციის მიზნით უზრუნველყოფს კომპანიაში შრომის უსაფრთხოების ღონისძიებების დანერგვას და მართვას.

კერძოდ:

  • რისკების შეფასება და კონტროლი - ობიექტების ინსპექტირება, საფრთხეების გამოვლენა და იდენტიფიცირება, რისკების ამსახველი დოკუმენტის შექმნა;
  • რისკების პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა;
  • კომპანიის შენობა-ნაგებობების გამაფრთხილებელი ნიშნებით უზრუნველყოფის კონტროლი;
  • შრომის უსაფრთხოების გეგმის შედგენა - შემუშავებულ ღონისძიებათა ნუსხა, რომლის მიზანია სამუშაოს შესრულებისას ძირითადი მოთხოვნებისა და პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა;
  • საგანგებო სიტუაციათა მართვის გეგმა - დოკუმენტი რომელშიც გაწერილია საგანგებო სიტუაციებისას (ხანძარი, მიწისძვრა...) მოქმედების გეგმა და თითოეული დასაქმებულის ვალდებულება ამ გეგმაში;
  • გაზომვითი სამუშაოები - ტემპერატურის, ტენიანობის, განათების, ჰაერის მოძრაობის სიჩქარის ზემოქმედების განსაზღვრა თანამშრომლების ჯანმრთელობაზე და პრევენციისთვის საჭირო რეკომენდაციების გაცემა
  • შრომის უსაფრთხოებასთან და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუდმივი ინფორმირებულობა და კომპანიის მენეჯმენტის დროული ინფორმირება;
  • სასწავლო პროგრამების შემუშავება და ჩატარება;
  • შრომის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სამართლებრივ მარეგულირებელ ნორმებთან და წესებთან კომპანიის პროცესების/ინფრასტრუქტურის შესაბამისობაში მოყვანა.

კომპანიაში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა - 511;

  • თბილისი - 412
  • რეგიონი - 99

ფილიალების კვადრატულობა:

  • თბილისის ოფისების ჯამში - 3443კვ.მ
  • ბათუმის ოფისი - 85 კვ.მ
  • ქუთაისის ოფისი - 232 კვ.მ
  • გორის ოფისი - 40 კვ.მ
  • სენაკის ოფისი - 16 კვ.მ
  • რუსთავის ოფისი - 15 კვ.მ
  • თელავის ოფისი - 20 კვ.მ

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენდებმა უნდა წარმოადგინონ სატენდერო მოთხოვნებით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირ/ებ/თან;
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.

ანგარიშსწორების პირობა: ანგარიშსწორება განხორციელდება ხელშეკრულების ფარგლებში, შეთანხმებული პირობების გათვალისწინებით.

პრეტედენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ტექნიკური დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • საბანკო რეკვიზიტები;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ; (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე);
  • ცნობა რეორგანიზაცია ან ლიკვიდაციის შესახებ (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 სამუშაოდღე);
  • ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ;

სატენდერო წინადადება, რომელიც უნდა მოიცავდეს: მომსახურების ღირებულებას თბილისსა და რეგიონებში 1 კალენდარული წლის განმავლობაში;

გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, პრეტედენტმა უნდა წარმოადგინოს კომპანისების ჩამონათვალი, რომელთანაც თამშრომლობს და აღნიშნულ სფეროში უწევს მომსახურებას, ხელშეკრულების ვადების გათვალისიწინებით;

სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებების შეფასების კრიტერიუმები არის შემდეგი:

  • ანალოგიურ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ღირებულება;
  • ანგარიშსწორების პირობა.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ზემოთ მითითებული დოკუმენტაცია (პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით) უნდა წარმოადგინონ ელექტრონული სახით 2019 წლის 19 აგვისტოდან - 2019 წლის 26 აგვისტოს 12:00 საათამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Tenders_imedil@imedil.ge; obregadze@imedil.ge; 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ:
საკონტაქტო პირი: ოთო ბრეგაძე
მობ: 592 98 44 11

შენიშნა: სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
  • 79400000 ბიზნესსა და მენეჯმენტთან დაკავშირებული კონსულტაციები და მომსახურებები
  • 79700000 გამოძიებასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 80600000 პროფესიული მომზადება უსაფრთხოებისა და თავდაცვის მასალების სფეროში