ჩაბარების ვადა:

9 სექტემბერი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T5824 - ფასთა გამოკითხვა ფეთქებადი ნივთიერებების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

RMG Auramine აცხადებს ფასთა გამოკითხვას ფეთქებადი ნივთიერებების შესყიდვაზე.

მოთხოვნილი პროდუქციის დეტალური აღწერილობა - იხ. დანართი #2.

ფასთა გამოკითხვაში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ პროდუქციის მიწოდებას წარმოდგენილი კომერციული წინადადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.

პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება.

მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

  • ენა: ქართული/რუსული/ინგლისური
  • კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასი ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
  • კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.

კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

  • შემოთავაზებული პროდუქციის ღირებულება:
  • გადახდის პირობები;
  • შემოთავაზებული საქონლის ხარისხის სერთიფიკატი;
  • პროდუქციის მოწოდების ვადები;
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განახლებული ვერსია);
  • რეკვიზიტები: ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები;
  • ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ;

მოწოდების ადგილი - ბოლნისის რაიონი, ბექთაქარის სასაწყობო უბანი.

კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 09.09.2019

კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.

  • მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.
  • ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში #1
  • კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ორგანიზატორის მისამართზე: ქალაქი თბილისი, მ.ალექსიძის ქუჩა #1, შესახვევი #3. წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქული კონვერტით (კონვერტის გადაბმის ადგილი დამოწმებული კომპანიის ბეჭდით)

კონვერტზე მითითებული უნდა იყოს კომპანიის და პროცედურის დასახელება, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი.

კონვერტი, რომელიც ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, არ მიიღება.

მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის პროცედურების მართვის სპეციალისტი:
ლილე პირველი
მობ: +995 579 552 051

RMG Auramine-ის შესყიდვების უფროსი სპეციალისტი:
ნინო გურამიშვილი
მობ: +995 599 920 051

ტენდერის კატეგორია:

  • 24600000 ფეთქებადი ნივთიერებები