
10 ივლისი 2015, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT603 - ტენდერი ჟოლოს ნერგების მომწოდებლის შესარჩევად
ტენდერის აღწერილობა:
მერსი ქორფსი არის ჰუმანიტარული და განვითარების საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს პროგრამებს მსოფლიოს 48-ზე მეტ ქვეყანაში. მისი სათაო ოფისები განლაგებულია აშშ-ში, ორეგონის შტატში, ქ. პორტლანდში, და დიდ ბრიტანეთში, შოტლანდიაში, ქ. ედინბურგში. ორაგნიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.mercycorps.org.
საქართველოში მერსი ქორფსმა უკვე განახორციელა არაერთი პროექტი, რომელსაც აფინანსებდა სხვადასხვა საერთაშორისო დონორის/კომპანიის მიერ, როგორიცაა USAID, BP, KfW, ევრო კომისიის, იაპონიის საელჩოს მიერ, ამჟამად მერსი ქორფსი ახორციელებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ პროგრამას „ფერმერული კოოპერატივების განვითარება საქართველოს სასოფლო მუნიციპალიტეტებში“, USAID -ის პროგრამას “ქალთა და გოგონათა ეკონომიკური გაძლიერება ქვემო-ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში“, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებულ პროექტებს სამცხე-ჯავახეთში, ქვემო-ქართლსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.
მერსი ქორფის საქართველოს წარმომადგენლობა ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ პროგრამის „ფერმერული კოოპერატივების განვითარება საქართველოს სასოფლო მუნიციპალიტეტებში“ ფარგლებში აცხადებს ტენდერს ჟოლოს ნერგების მომწოდებლის შესარჩევად.
ტენდერში მონაწილეობისათვის დაინტერესებულმა კომპანიებმა/ფიზიკურმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია:
- ფასი დღგ-ს გარეშე მითითებული საქონლისთვის (იხილეთ მიმაგრებული დოკუმენტი);
- მიწოდების პერიოდი. ნერგების ჩატანა და დარგვა უნდა მოხდეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში. მოწოდება შესაძლებელია პარტიებით.
- გადახდის პირობები
- ამონაწერი საჯარო ან გადასახადის გადამხდება რეესტრიდან/პირადობის მოწმობის ასლი (ფიზიკური პირებისთვის).
მერსი ქორფსი არ აანაზღაურებს ფასთა შედარებაში მონაწილეობისათვის დოკუმენტების მომზადებისთვის გაწეულ ხარჯებს.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
შემოთავაზება უნდა იყოს დამოწმებული ხელმოწერითა და ბეჭდით და ჩადებული დალუქულ ხელმოწერილ კონვერტში.
საბუთების შემოტანის ბოლო ვადა არის 2015 წლის 10 ივლისი 17:00 საათი. საბუთების ჩაბარება შესაძლებელია მერსი ქორფსის თბილისის ოფისში გ. გეგეჭკორის ქუჩა #6.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ ნომრებზე:
Davit Merabishvili
Senior Procurement/Logistics Officer
Mercy Corps Georgia
Office: +995 32 225 24 71
Mobile: +995 599 248 300
Email: dmerabishvili@mercycorps.ge
Sandro Jangirashvili
Procurement/Logistic Assistant
Mercy Corps Georgia
Office: +995 32 225 24 71
Mobile: 5 99 40 10 14
Email: ajangirashvili@mercycorps.ge