
21 იანვარი 2020, 17:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T6391 - საყოფაცხოვრებო ქიმიისა და საწმენდი საშუალებების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: შპს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
- შეთავაზების მაქსიმალური ოდენობა: 10'797.00 ₾
- ფასის კლების ბიჯი: 107.00 ₾
- მონაწილეობის დაწყება: 25 დეკემბერი 2019 დრო 15:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 21 იანვარი 2020 დრო 17:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს “წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოში“ (შემდგომში „საავადმყოფო“) აცხადებს ტენდერს საყოფაცხოვრებო ქიმიისა და საწმენდი საშუალებების შესყიდვაზე.
საქონლის მიწოდების ვადები და ადგილი:
- საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის მანძილზე, ეტაპობრივად, შემსყიდველის მიერ ყოველი კონკრეტული მოთხოვნის განთავსებიდან არაუგვიანეს მესამე დღისა;
- საქონლის მოწოდება უნდა მოხდეს საავადმყოფოში (მისამართი: ქ. თბილისი, ლუბლიანას ქუჩა N33).
ანგარიშსწორების პირობები:
- ფასები მოცემული უნდა იყოს ლარში დღგ-ს ჩათვლით, რომელიც უცვლელი იქნება მთელი საკონტრაქტო პერიოდის განმავლობაში;
- ფასი უნდა მოიცავდეს ადგილზე მოწოდების ღირებულებასაც;
- ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარისწორებით ლარში, თვის ბოლოს, თვის განმავლობაში გაწეული მომსახურების შესაბამისად წარმოდგენილი კონსოლიდირებული მიღება-ჩაბარების აქტის დადასტურებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში;
- წინასწარი ანგარიშსწორება (ავანსი) არ გამოიყენება.
ტენდერში მონაწილეობის პირობები:
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ტენდერი ტარდება 3 ეტაპიანი ვაჭრობის პრინციპით. ვაჭრობა გაიმართება სავარაუდო შესასყიდი რაოდენობის წლიურ თანხაზე, ბიჯის ოდენობა განისაზღვრება 107 (ასშვიდი) ლარის ოდენობით;
- საქონლის საბოლოო ერთეულის ფასები გამოითვლება საბოლოო შემოთავაზების მიხედვით, რაც გულისხმობს პროპორციულად დაკლებას ცხრილში არსებული საქონლის ერთეულის ფასების მიმართ;
- გამარჯვებული კომპანია შეირჩევა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი, ნიმუშების შეთანხმება, მოწოდების ვადა, კომპანიის ფინანსური მდგომარეობა;
- საავადმყოფოს მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტი ვალდებულია შეათანხმოს მოსაწოდებელი საქონლის ნიმუშები;
- საავადმყოფო იტოვებეს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.
- ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულება გაფორმდება 2020 წლის 1 თებერვლამდე.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- თანდართული ფაილი (დანართი N1) სრულად შევსებული სახით, დასკანერებული PDF ფორმატში.
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
შენიშვნა: დანართი N1-ში მითითებული რაოდენობები შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს საავადმყოფოს მოთხოვნის შესაბამისად.
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 21 იანვრის, 17:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი;
- ვაჭრობა გაიმართება შესასყიდი პროდუქციის ჯამურ ღირებულებაზე (წლიური მოცულობის გათვალისწინებით);
- შეთავაზების მაქსიმალური ოდენობა: 10797 ლარი.
- ბიჯი: 107 ლარი;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
ლევან ლიპარტელიანი
მობ.: 598890886
ელ-ფოსტა: levani.liparteliani@mail.ru
ტენდერის კატეგორია:
- 39800000 საწმენდი და საპრიალებელი პროდუქცია
გამარჯობა, შეგიძლიათ რომ გამომიგზავნოთ მაილზე კონკრეტულად რა გჭირდებათ
კონკრეტული საქონლის ჩამონათვალი მოცემულია დანართი N1-ში