
14 სექტემბერი 2015, 15:00
სტატუსი:
დასრულებულიT717 - ტენდერი სტაციონარული საოპერაციო ოფთალმოლოგიური მიკროსკოპის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შ.პ.ს „ავერსის კლინიკა“ და აცხადებს ტენდერს სტაციონარული საოპერაციო ოფთალმოლოგიური მიკროსკოპის შესყიდვაზე.
- შესასყიდი საქონლის ტექნიკური მახასიათებლები მოცემულია დანართში #1;
- აფიდავიტი მოცემულია დანართში #2;
- ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პირთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი მოცემულია დანართში #3;
- საქონლის მიწოდების ადგილი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #27/ბ;
დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:
- საქონლის დასახელება, ფასი, ტექნიკური მახასიათებლები (პარამეტრები), რომლებიც წარმოდგენილ უნდა იქნას წინამდებარე განცხადებაზე დართული ფორმის შესაბამისად (დანართი #1).
- მისაწოდებელი საქონლის მთლიანი ღირებულება (ღირებულება მითითებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით), რომელშიც ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნას მიწოდების ადგილამდე ტრანსპორტირების ღირებულებაც;
- ღირებულების გადახდის პირობა;*
- მიწოდების ვადა;
- საგარანტიო პირობები, ვადა (საგარანტიო პერიოდი არ უნდა იყოს 1 წელზე ნაკლები);
- საქონლის წარმოშობის ქვეყანა;
- პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- საბანკო რეკვიზიტები;
-
სრულყოფილად შევსებული ტექნიკური მახასიათებლის შემცველი ფორმა დანართის #1 სახით. დანართი #1 აუცულებლად უნდა იყოს წარმოდგენილი, ელექტრონული სახით "ექსელის" ფორმატში.
- შევსებული აფიდავიტი დანართის #2 სახით;
- ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, პრეტენდენტის მიერ მიწოდებული ანალოგიური საქონლის (აპარატების) სია და ორი შემსყიდველი პირის რეკომენდაცია;
- ინფორმაცია იმის შესახებ, არის თუ არა პრეტენდენტი დღგ-ს გადამხდელი/არაგადამხდელი;
წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ.
მყიდველის მოთხოვნით, ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე, პრეტენდენტებს ასევე შესაძელებელია მოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა.
სატენდერო კომისიის მიერ გამოვლენილ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას მოეთხოვება:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე);
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 სამუშაო დღე);
- ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 დღე);
- ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
- საგადასახადოს სარეგისტრაციო კოდი და გადამხდელის სტატუსი - "დღგ"-ს გადამხდელი ან "შეღავათების მქონე გადამხდელი";
სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.
სატენდერო წინადადებები შეფასდება შემდეგი კოეფიციენტებით:
- ხარისხი - 0.4
- ფასი - 0.4
- გადახდის პირობა - 0.15
- საგარანტიო ვადა - 0.05
ტენდერის ჩაბარების პირობები:
პრეტედენტებმა საჭირო დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ ელექტრონულად eTenders.ge-ს საშუალებით 2015 წლის 14 სექტემბერს 15:00 სთ-მდე.
შენიშვნა: ტენდერი ტარდება "1 კონვერტის პრინციპით", რომელიც არ ითვალისწინებს ვაჭრობის ეტაპს.
შესაბამისად, პრეტენდენტ(ებ)ის მიერ სატენდერო განცხადებაში უნდა მიეთითოს მათ მიერ შესასრულებელი სამუშაოების საბოლოო ღირებულება.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს:
დავით ედიშერაშვილი
"ავერსის კლინიკა"-ს სამედიცინო ტექნიკისა და ტექნოლოგიების სამსახურის ხელმძღვანელი
ტელ: 577 274714
ელ.ფოსტა: dato.edisherashvili@aversi.ge