
ჩაბარების ვადა:
18 სექტემბერი 2015, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT736 - ტენდერი ტვირთის გადაზიდვის მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სადისტრიბუციო კომპანია შპს „შარმ ტრეიდინგი“ აცხადებს ტენდერს ტვირთის გადაზიდვის მომსახურებაზე.
ზოგადი სატენდერო პირობები:
- მომსახურების მოცულობა და მიმართულებები, ისევე როგორც სხვა სპეციფიური ინფორმაცია
იხ. დანართი #1; - მანქანის გამოცხადების ვადა მითითებული თარიღიდან +/-2 დღე;
- დაფიქსირებული ფასები გაზრდა დაუშვებელია 2015 წლის 31 დეკემბრამდე;
- გამარჯვებულ კომპანიასთან/კომპანიებთან გაფორმდება წერილობითი ხელშეკრულება , კერძოდ:
- გენერალური ხელშეკრულება (ზოგადი არსებითი პირობებით)
- დამატებითი შეთანხმება ყოველ კონკრეტულ მომსახურებაზე სადაც მითითებული იქნება: სატრანსპორტო საშუალების (ავტომანქანის) მონაცემები, მძღოლის მონაცემები, მომსახურების ღირებულება , ტვირთის მიმართულება , ტრასპორტირების ვადები (ჩატვირთვის-გადმოტვირტთვის თარიღი), მარშუტი . - ტენდერში გამარჯვებულები გამოვლინდებიან ქვეყნების მიხედვით.
სპეციალური პირობები:
- დაინტერესებულმა კომპანიებმა ნაკისრი პასუხისმგებლობა უნდა უზრუნველყონ 300 000 (სამასი ათასი) აშშ დოლარის ოდენობის გარანტიით, ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთერთი დოკუმენტის წარდგენით:
- საბანკო გარანტია (სს „ვითიბი ბანკი“, სს „ბანკი რესპუბლიკა“ სს საქართველოს ბანკი“)
- პასუხისსმგებლობის დაზღვევის პოლისი (სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“)
ან - სატრასპორტო კომპანიის პასუხისმგებლობა გულისხმობს პასუხისმგებლობას ტვირთზე, ტვირთის აღების (საწყობი ან ქარხანა) ადგილიდან და მომენტიდან, რაც დასტურდება დამატებით შეთანხმებაში მითითებული მძღოლის ხელმოწერით, ტვირთის მიმღების და არა მყიდველის მიერ შესაბამის CMR-ზე ხელმოწერამდე, რაც ადასტურებს ტვირთის მიმღების მიერ მის მიღებას.
წარმოდგენილი შეთავაზება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- ფასები თითოეული მიმართულების მიხედვით (აშშ დოლარი ან ევრო გადახდის დღისთვის არსებული ეროვნული ვალუტის კურსით)
- გადახდის პირობა
- ტრანსპორტირების ვადები
- პასუხისმგებლობის გარანტიის სახე (სატენდერო განცხადების, სპეციალურ პირობებში ჩამოთვლილიდან ერთერთი).
ტენდერის ჩაბარების პირობები:
საბუთები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში.
კონვერტზე უნდა მიუთითოთ:
- ტენდერის დასახელება;
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი, იურიდიული მისამართი);
- ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;
სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 18 სექტემბერი 2015, (18:00 სთ)
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, მიმართოთ: შპს „შარმ ტრეიდინგი“
ნათია ქოროღლიშვილი (იურისტი) 577262777