
28 სექტემბერი 2015, 15:00
სტატუსი:
დასრულებულიT745 - ტენდერი ოფთალმოლოგიური აღჭურვილობის შესყიდვის თაობაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ავერსის კლინიკა“ აცხადებს ტენდერს შემდეგი სახის ოფთალმოლოგიური აღჭურვილობის შესყიდვის თაობაზე:
- თვალის ელექტროფიზიოლოგიის აპარატი, რაოდენობა 1 ც. – დანართი #1.
- მხედველობის სიმახვილის განმსაზღვრელი ლინზების დიდი ნაკრები, რაოდენობა 1 ც. – დანართი #2.
- ნაპრალოვანი ნათურა, რაოდენობა 1 ც. – დანართი #3.
- კრანიოტოპოგრაფი, რაოდენობა 1 ც. – დანართი #4.
- აუტორეფკერატომეტრი მხედველობის ფართო ფანჯრით, რაოდენობა 1 ც. – დანართი #5
- აფიდავიტი მოცემულია დანართში #2;
- ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პირთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი მოცემულია დანართში №3;
- საქონლის მიწოდების ადგილი: ქ. თბილისი;
დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:
- საქონლის დასახელება, ფასი, ტექნიკური მახასიათებლები (პარამეტრები), რომლებიც წარმოდგენილ უნდა იქნას წინამდებარე განცხადებაზე დართული ფორმის შესაბამისად (დანართი #1–დანართი #1.5).
- მისაწოდებელი საქონლის მთლიანი ღირებულება (ღირებულება მითითებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით), რომელშიც ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნას მიწოდების ადგილამდე ტრანსპორტირების ღირებულებაც;
- ღირებულების გადახდის პირობა;*
- მიწოდების ვადა (მოწოდების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 4 კვირას);
- საგარანტიო პირობები, ვადა (საგარანტიო პერიოდი არ უნდა იყოს 1 წელზე ნაკლები).
- საქონლის წარმოშობის ქვეყანა.
შენიშვნა: პრეტენდენტი, რომელსაც საქონლის ღირებულების გადახდის პირობაში ავანსის სახით საქონლის საერთო ღირებულების 10%–ზე მეტი ან 5000 (ხუთი ათასი) ლარზე მეტი თანხის ჩარიცხვა აქვს გათვალისწინებული, ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე წარმოადგინოს საბანკო გარანტია ბანკიდან/სადაზღვევო კომპანიიდან.
ტენდერში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონული სისტემის eTenders.ge–ს საშუალებით უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
- პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- საბანკო რეკვიზიტები;
- სრულყოფილად შევსებული ტექნიკური მახასიათებლების შემცველი ფორმა (დანართი #1–დანართი #1.5) სახით. დანართი #1.1 – დანართი #1.5 აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი, ელექტრონული სახით „ექსელის“ ფორმატში.
- შევსებული აფიდავიტი დანართის №2 სახით;
- ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, პრეტენდენტის მიერ მიწოდებული ანალოგიური აღჭურვილობის სია და ორი შემსყიდველი პირის რეკომენდაცია;
- ინფორმაცია იმის შესახებ, არის თუ არა პრეტენდენტი დღგ–ს გადამხდელი/არაგადამხდელი;
წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ.
მყიდველის მოთხოვნით, ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე, პრეტენდენტებს ასევე შესაძლებელია მოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა.
სატენდერო კომისიის მიერ გამოვლენილ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას მოეთხოვება:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე);
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე);
- ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 დღე);
- ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
- საგადასახადოს სარეგისტრაციო კოდი და გადამხდელის სტატუსი - "დღგ"-ს გადამხდელი ან "შეღავათების მქონე გადამხდელი";
სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.
სატენდერო წინადადებები შეფასდება შემდეგი კოეფიციენტებით:
- ხარისხი - 0,4;
- ფასი - 0,4;
- გადახდის პირობა - 0.15;
- მოწოდების ვადა - 0.05.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
პრეტედენტებმა საჭიროა სატენდერო წინადადებები წარადგინონ ელექტრონულად eTenders.ge-ს საშუალებით 2015 წლის 28 სექტემბერს, 15:00 სთ–მდე (სატენდერო განცხადება იხ. შემდებ ბმულზე http://etenders.ge/view/44705/%E1%83%A8%E1%83%9E%E1%83%A1)
შენიშვნა: ტენდერი ტარდება "1 კონვერტის პრინციპით", რომელიც არ ითვალისწინებს ვაჭრობის ეტაპს ( ჩატარების წესებისათვის იხილეთ http://etenders.ge/Page/Instructions).
შესაბამისად, პრეტედენტ(ებ)ის მიერ სატენდერო განცხადებაში უნდა მიეთითოს მათ მიერ მოწოდებული საქონლის საბოლოო ღირებულება.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს:
დავით ედიშერაშვილი
„ავერსის კლინიკა“-ს სამედიცინო ტექნიკისა და ტექნოლოგიების
სამსახურის ხელმძღვანელი
ტელ: 577 27 47 14
ელ.ფოსტა: dato.edisherashvili@aversi.ge