ჩაბარების ვადა:
        
    7 დეკემბერი 2020, 17:00
სტატუსი:
გაფორმებული
                                                        
                        E
                        ელ. ტენდერი
                    
                    
                                                    T8258 - ტენდერი რადიოსადგურის შესყიდვაზე
            
        
        ელ. ტენდერი
                    - გამომცხადებელი: დაირექტ დებიტ ჯორჯია
 - შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
 - შეთავაზების ვალუტა: GEL
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
 - მონაწილეობის დაწყება: 2 დეკემბერი 2020 დრო 17:00
 - წინადადების მიღება მთავრდება: 7 დეკემბერი 2020 დრო 17:00
 
ტენდერის აღწერილობა:
შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ აცხადებს ელექტრონულ ტენდერს რადიოსადგურის შეყიდვაზე.
შესყიდვის ობიექტი:
| # | დასახელება | რაოდენობა | 
| 1 | რადიოსადგური MOTOROLA DM1400 UHF DMR კომპლექტში with roaming, მაგნიტური ანტენა PANORAMA MD5b+AS. ავტომობილებში დამონტაჟება | 2 | 
| 2 | რადიოსადგური MOTOROLA DP1400 UHF DMR კომპლექტში | 1 | 
მოწოდება უნდა განხორციელდეს ერთ ეტაპად 2020 წლის 15 დეკემბრამდე.
სატენდერო პირობები
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):
- დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
 - დანართი N2- ფასების ცხრილი
- ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, კურსის მნიშვნელოვანი ცვლილების შემთხვევაში ხელშეკრულებაში ჩაიდება მუხლი ფასების ცვლილებასთან დაკავშირებით სავალუტო კურსის პროპორციულად.
- ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება; - დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;
 
შემოთავაზების მიღების ბოლო ვადაა 07.12.2020 17:00 საათი
- ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;
 - განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;
 - სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;
 - გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;
 - ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.
 - მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.
 - დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;
 - სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.
 
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის www.tenders.ge საშუალებით;
 - სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 7 დეკემბერი, 17:00 სთ;
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
 - შეთავაზების ვალუტა: ლარი;
 - ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
 
ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით: 
ლელა ტყეშელაშვილი 
მობ: +995 599 27 87 97
ელ. ფოსტა: ltkeshelashvili@ddg.ge
ტენდერის კატეგორია:
- 32200000 რადიოტელეფონიის, რადიოსატელეგრაფო, რადიო და ტელემაუწყებლობის აპარატურა