
26 ნოემბერი 2015, 16:00
სტატუსი:
დასრულებულიT902 - ფასთა გამოკითხვა გარე ფასის მანიშნებლების დამზადებასა და მონტაჟის თაობაზე
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
შპს „ნეოგაზი“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას გარე ფასის მანიშნებლების დამზადებასა და მონტაჟის თაობაზე
შესყიდვის ობიექტის დახასიათება:
- რაოდენობა: 3 ცალი;
- მანიშებელი: ორმხრივი
- განზომილებები: სიგრძე - 200 სანტიმეტრი; სიგანე - 100 სანტიმეტრი;
- ფასის მანიშნებელი ელექტრონული ტაბლოს განზომილებები: სიგრძე - 64 სმ; სიგანე - 32 სმ;
- მიმართულების მაჩვენებელი ელეტრონული ისარი მანიშნებლის კარკასის ზემოთ. დიოდური მონიტორი, მოძრავი: სიგრძე - 64 სმ; სიგანე - 16 სმ;
- განათება: დიოდური ნათურებით;
საჭირო მასალების დახასიათება
- კონსტრუქცია შეკრული მილკვადრატებით, გარედან შეფუთული დიბონდით. ზემოდან ლოგოს ელემენტები დასტიკერებული.
- ნეოგაზის ლოგო 10მმ-იანი ორგმინა (განათებული), ნიშნები (სამრეცხაო, WC ) 4მმ-იანი ორგმინა.
დამატებითი ინფორმაცია:
ფასის მანიშნებლის დამატებით გასანათებლად ასევე საჭიროა მასზე სანათებით გარედან დანათება.
შენიშვნა: გთხოვთ დართულ ფაილში იხილოთ გარე ფასის მანიშნებლის ნიმუში, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს შესყიდვის ობიექტის დამზადება.
მანიშნებლების განთავსების ადგილმდებარეობა:
- ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ნეოგაზის გაზგასამართი სადგურის მიმდებარედ, თამარაშვილის ქუჩაზე. (აუცილებელი იქნება ბოძი, რომელზეც დამონტაჟდება მანიშნებელი);
- ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კმ-ზე მდებარი ნეოგაზის გაზგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორია (ფასის მანიშნებელი დამონტაჟდება გარე განათების ბოძზე);
- ქ. თბილისი, ბაქტერიოფაგის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ნეოგაზის გაზგასამართი სადგურის მიმდებარედ, სანაპიროზე (ფასის მანიშნებელი დამონტაჟდება გარე განათების ბოძზე);
კომპანია იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- დასამზადებელი პროდუქციის ღირებულება მონტაჟის ღირებულების გათვალისწინებით დ.ღ.გ.-ს ჩათვლით;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
- ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები)
ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:
- წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ფასთა გამოკითხვის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. წინადადებების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე v_maisuradze@giec.ge. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2015 წლის 26 ნოემბრის 16:00 საათამდე.
- შედეგები ცნობილი გახდება 2015 წლის 27 ნოემბერს.
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: 591 93 10 10. საკონტაქტო პირი თეიმურაზ ჩიჩუა; დოკუმენტაციასთან დაკავშირებით 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე. წინადადებების ჩაბარება/გაგზავნა უნდა მოხდეს ვასილ მაისურაძის სახელზე.