
15 აპრილი 2021, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT9212 - ტენდერი კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლობა
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 15 აპრილი 2021 დრო 17:00
ტენდერის აღწერილობა:
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში.
დაგეგმილი გვაქვს შევისყიდოთ შემდეგი საქონელი დანართი 1 - ის შესაბამისად.
ინტერესის შემთხვევაში გთხოვთ 15.04.2021 -ის 17:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, დახურულ კონვერტში.
გთხოვთ შემოთავაზება მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე.
დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 168-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი) და შესაბამისად ეროვნულ ვალუტაში წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს.
გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი:
- ფირმის სრული სახელწოდება (ლათინურად)
- საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი)
- ფირმის მისამართი
- ტენდერის დასახელება - “IT Equipment''
- წარწერა ,,კონფიდენციალურია“
- გთხოვთ მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე.
- აგრეთვე მიუთითოთ შემდეგი მისამართი:
GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა
0108 თბილისი
კონვერტზე ასევე მიუთითეთ პროგრამის ნომერი: 19.2146.9-009.00 და ტენდერის ნომერი: 91150141
გთხოვთ შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ხელმოწერა.
შემოთავაზებაში მითითებული უნდა იყოს:
- შეკვეთის შესრულების ვადები
- შემოთავაზების მოქმედების ვადა
შეკითხვები პროცედურული თუ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ტენდერის დასრულებამდე არაუგვიანეს 2 დღისა, შეკითხვების მოდულის გამოყენებით, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას.
წესების დარღვევის შემთხვევაში შეიძლება თქვენი შემოთავაზება არ იქნას განხილული.
შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დასრულდება 19.04.2021-სთვის.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიასთან.
ტენდერის კატეგორია:
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
დოკუმენტაცია
მადლობა პასუხისთვის.
გამარჯობა მადლობა პასუხისთვის. თქვენს მიერ წარმოდგენილ მონაცემებში,არ გაქვთ მითითებული ბრენდი,როგორც მივხვდი,შემიძლია შემოგთავაზოთ სხვადასხვა ბრენდის ლეპტოპები?
დიახ, შესაძლებელია
გამარჯობა.გავეცანი თქვენს მიერ წარმოდგენილ ტენდერს და პირობებს,მაქვს რამოდენიმე კითხვა,თუ არის შესაძლებელი დავუკაშირდე კონსულტანტს,რომელთანაც გავივლი დეტალებს.პატივისცემით ნინო.მადლობა წინასწარ.
გამარჯობა ნინო, გმადლობთ რომ დაინტერესდით გამოცხადებული ტენდერით. კითხვების დასმა შესაძლებელია მხოლოდ ამ საიტის მეშვეობით. მოგვწერეთ და გიპასუხებთ.