ჩაბარების ვადა:

14 მაისი 2021, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T9417 - Development and management of web page and social media platforms for GAFA

  • გამომცხადებელი: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლობა
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 14 მაისი 2021 დრო 17:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში. 

დაგეგმილი გვაქვს, შევისყიდოთ მომსახურება საქართველოში რეგისტრირებული კომპანიებისგან დანართი 1 - ის შესაბამისად. 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 14.05.2021 -ის 17:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, 2 სხვადასხვა კონვერტში: 

  • I - კონვერტში საფასო შემოთავაზება;
    II - კონვერტში შინაარსობრივი შემოთავაზება. 

გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე.
დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება! 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 168-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი), შესაბამისად, წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს და ეს მითითებული უნდა იყოს შემოთავაზებაში. შემოთავაზება უნდა იქნეს წარმოდგენილი ეროვნულ ვალუტაში. სხვა ვალუტაში წარმოდგენილი შემოთავაზებები არ მიიღება. 

გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი: 

  • ორგანიზაციის/ფირმის დასახელება (ლათინურად);
  • ორგანიზაციის/ფირმის მისამართი
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი);
  • ტენდერის დასახელება: „ Development and management of web page and social media platforms for GAFA
  • წარწერა “კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ, მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე, დასვათ ბეჭედი. 

მიუთითოთ შემდეგი მისამართი:

GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა 0108 თბილისი,
III სართული მიუთითეთ პროგრამის ნომერი: 16.2179.6-007.00
და აგრეთვე ტენდერის ნომერი: 83379657

გთხოვთ, შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ხელმოწერა.

დანომრეთ კონვერტები: (I - საფასო შემოთავაზება; II - შინაარსობრივი შემოთავაზება).

შეკითხვები პროცედურული თუ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ტენდერის დასრულებამდე არაუგვიანეს 2 დღისა, შეკითხვების მოდულის გამოყენებით, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას. 

წესების დარღვევის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ იქნება განხილული.

შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დამთავრდება 20.05.2020 -თვის.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან.

ტენდერის კატეგორია:

  • 72600000 კომპიუტერული უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურებები
  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
  • 48300000 დოკუმენტების, გრაფიკული გამოსახულებების შექმნის, გამოსახულების დამუშავების, დაგეგმვისა და წარმადობის გაზრდის პროგრამული პაკეტები
  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
შეკითხვები
მიმწოდებელი 1

1. Information about the company demonstrating its strong record in the area of web and social media development and management, branding and marketing - ამ მოთხოვნაში რა იგულისხმება? მაგალითად, საჭიროა თუ არა კომპანიის რეგისტრაციის შესახებ ამონაწერი, კლიენტების მიერ დადასტურებული ფაქტირა, ხელშკერულება, ან მიღება- ჩაბარება? თუ ფაილი უნდა გაკეთდეს, სადაც ჩამოვწერთ კლიენტებს და გაწეულ მომსახურებას? 2. . პროექტის გაწერილ გეგმაში ერთ-ერთი ამოცანაა - Front end development ( Laravel Framework. Laravel გამოიყენება back-ში და თუ შეგიძლიათ დავაზუსტოთ რას გულისხმობთ? 3. ვებ გვერდი ფუნქციონალურად მხოლოდ საინფორმაციო იქნება თუ ecommerce ფუქციონალია საჭირო?

GIZ
GIZ

1. Information about the company demonstrating its strong record in the area of web and social media development and management, branding and marketing - ამ მოთხოვნაში რა იგულისხმება? მაგალითად, საჭიროა თუ არა კომპანიის რეგისტრაციის შესახებ ამონაწერი, კლიენტების მიერ დადასტურებული ფაქტირა, ხელშკერულება, ან მიღება- ჩაბარება? თუ ფაილი უნდა გაკეთდეს, სადაც ჩამოვწერთ კლიენტებს და გაწეულ მომსახურებას? დიახ, გთხოვთ მოგვაწოდოთ პროექტების ჩამონათვალი და მათი მოკლე აღწერა (სადაც შესაძლებელია კლიენტის მითითება გთხოვთ დააკონკრეტოთ) 2. პროექტის გაწერილ გეგმაში ერთ-ერთი ამოცანაა - Front end development ( Laravel Framework. Laravel გამოიყენება back-ში და თუ შეგიძლიათ დავაზუსტოთ რას გულისხმობთ? ტექნოლოგიები და პროგრამული გადაწყვეტილებები სრულად არის მომსახურე კომპანიის არჩევანი. წარმოდგენილი სტრუქტურები მხოლოდ სანიმუშო ხასიათის მატარებელია. 3. ვებ გვერდი ფუნქციონალურად მხოლოდ საინფორმაციო იქნება თუ ecommerce ფუქციონალია საჭირო? ვებ-გვერდი მხოლოდ საინფორმაციო ხასიათისაა