ჩაბარების ვადა:

17 მაისი 2021, 18:00

სტატუსი:

შეწყვეტილი

E
ელ. ტენდერი
P
ფასების ცხრილი
T9478 - ტენდერი HR სოფტის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ აცხადებს ელექტრონულ ტენდერს HR სოფტის შესყიდვაზე.

შესყიდვის ობიექტი:

პროდუქტი მომხმარებელი
HR სოფტი 10

მოთხოვნები:

  • ორგანიზაციის სტრუქტურა - სოფტში კომპანიის სტრუქტურის აწყობა/პოზიციების მიხედვით. პოზიციის დამატება და წაშლის ოფცია.
  • თანამშრომლის პროფილის შექმნა - თანამშრომლის შესახებ ინფორმაცია - პოზიცია/დანიშვნის თარიღი/პირადი ნომერი/ტაბელის ნომერის მინიჭება/ხელშეკრულების დადების თარიღი და ხანგრძლივობა/ხელფასი/შვებულების პერიოდის განსაზღვრა.

თანამშრომლის პროფილიდან სავალდებულო დოკუმენტების არსებობის კონტროლი. მაგალითად, თუ ვის აქვს მოტანილი საჭირო დოკუმენტები და ვის – არა.

სამუშაო დროის აღრიცხვა - ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციის ფორმის შესაბამისად სამუშაო საათების აღრციხვა განხვავებული გრაფიკების მქონე თანამშრომელბისთვის. არასტანდარტული/24 საათიანი გრაფიკის მქონე თანამშრომლებისთვის. თვის ჭრილში ნორმირებული სამუშაო დროის განსაზღვრა/ არსებული ინოფრმაციის ექსპორტი ზეგანაკვეთური და უქმე დღეების გათვალისწინებით თანხით ანაზღაურების მიზნით ან თვის ჭრილში თანაბარზომიერი დასვენების საათების მიცემის შესახებ ინფორმაციის დაგენერირება.

შვებულებების მართვა - სამსახურში მოსვლიდან რა პერიოდში წარმოეშობა თანამშრომელს კონკრეტული ტიპის შვებულების გამოყენების უფლება.

რამდენი გამოიყენა და რა დარჩა გამოუყენებელი/კომპანიაში არსებული რამდენიმე სხვადასხვა ტიპის შვებულება, რომელიც საჭიროა, რომ ერთსა და იმავე საშვებულებო დროის ნაშთს გამოაკლდეს. ცალკე აღირიცხებოდეს უქმე დღე (Day-off) და ასევე საპატიო დაგვიანებაც და ადრე წასვლის დაკორექტირება.

უხელფასო შვებულების დათვლა

საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა.

შვებულებიდან გამოძახება - შესწორების შეტანის საშუალება - თუ საჭირო გახდა თანამშრომლის ერთი დღით გამოძახება შვებულებიდან.

თანამშრომლის მიერ პროფილის კონტროლი - თანამშრომელმა შეძლოს მის პროფილში შესვლა ინფორმაციის გადამოწმების მიზნით - პირადი ინფორმაციის /სამუშაო საათების/ზეგანაკვეთურის/ გამოყენებული და გამოუყენებელი შვებულების შესახებ ინფორმაციის ნახვა

მენეჯერის პროფილი - შეძლოს თანამშრომელბის განრიგის შექმნა/ ცვლილება/შვებულებების და უქმე დღეების ვიზირება/არსებული ინფორმაციის ექსპორტი

რეპორტი - თანამშრომლების რაოდენობა/წასული და მომქმედი თანამშრომელბსი დიფერენცირება (შესაბამისი სტატუსის მითითებით)/ნამუშევარი განრიგის ნახვა/მათ შორის რამდენია ნორმირებული და რამდენი ზეგანაკვეთური/გაცდენის ისტორია/შვებულების ისტორია/ფილტრის შესაძლებლობა ექსელში ექსპორტის დროს/აინფორმაციის დამუშავება ანგარიშგებისთვის. აღრიცხვის ფორმის გაცნობის და დადასტურების საშუალება.

სატენდერო პირობები:

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):

  • დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
  • დანართი N2- ფასების ცხრილი
  • ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;
  • დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;

ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;

განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;

სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;

გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;

ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.

მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.

დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;

სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის www.tenders.ge საშუალებით;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 17 მაისი, 18:00 სთ;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ლელა ტყეშელაშვილი
მობ: +995 599 27 87 97
ელ. ფოსტა: ltkeshelashvili@ddg.ge



ტენდერის კატეგორია:

  • 48400000 საქმიანი გარიგებებისა და პირადი საქმეების მართვის პროგრამული პაკეტები
  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
  • 72600000 კომპიუტერული უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურებები
  • 79500000 ოფისის მუშაობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    7 მაისი 2021 დრო 18:50
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა