27 მარტი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT30165 - ტენდერი საწყობის მეტალის სტატიკური შენახვის სისტემების (racking systems) ინსპექტირებისა და ტექნიკური შეფასების მომსახურების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: ლომისი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 27 მარტი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სს „ლომისი'' აცხადებს ტენდერს საწყობის მეტალის სტატიკური შენახვის სისტემების (racking systems) ინსპექტირებისა და ტექნიკური შეფასების მომსახურების შესყიდვაზე.
ა) ნომრით: #-EF-GE/846
ბ) დანიშნულება: საწყობის მეტალის სტატიკური შენახვის სისტემების (racking systems) ინსპექტირებისა და ტექნიკური შეფასების მომსახურების შესყიდვაზე -
EN 15635:2008 სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად.
დაინტერესებულმა პირებმა მეილზე უნდა წარადგინონ:
- შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა (შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილებში).
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
ტენდერის პირობები:
- ფასები უნდა მოიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.)
- გადახდის პირობა: 60 დღის შემდგომ.
გთხოვთ, გადმოგზავნილ დოკუმენტაციაში აუცილებლად მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი
მომსახურების მიზანია საწყობში არსებული თაროების უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფა, სტრუქტურული დაზიანებების იდენტიფიცირება, რისკების შეფასება და რეკომენდაციების მომზადება, შესაბამისი შემოწმების აქტების მომზადება და შემომწების აღნიშვნების ნიშანდება (მარკირება/დასტიკერება).
სამუშაოების აღწერა:
შერჩეულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი სამუშაოების შესრულება ჯამში თაროს 80 სექციისათვის:
ინსპექტირება:
- საწყობის ყველა არსებული მეტალის თარო სისტემის ვიზუალური და ტექნიკური ინსპექტირება;
- ინსპექტირების ჩატარება EN 15635:2008 – Steel static storage systems — Application and maintenance of storage equipment სტანდარტის მიხედვით;
სტრუქტურული ელემენტების შემოწმება, მათ შორის:
- სვეტები (uprights)
- ჰორიზონტალური და დიაგონალური კავშირები
- ბიმები
- დამცავი ელემენტები (column guards, end barriers და სხვ.)
- დამაგრების ელემენტები (anchors, locking pins).
დაზიანებების შეფასება:
- აღმოჩენილი დაზიანებების კლასიფიკაცია (Low / Medium / High Risk) EN 15635-ის მეთოდოლოგიის შესაბამისად;
- არასწორი გამოყენების, გადატვირთვის ან მექანიკური ზემოქმედების ნიშნების იდენტიფიცირება;
- საფრთხის შემცველი ელემენტების გამოვლენა.
დოკუმენტაცია და ანგარიშგება:
დეტალური ინსპექტირების ანგარიშის მომზადება, რომელიც მოიცავს:
- შემოწმებული ზონების ჩამონათვალს
- აღმოჩენილი შეუსაბამობების აღწერას
- ფოტომასალას
- რისკის შეფასებას
რეკომენდებულ მაკორექტირებელ ქმედებებსნიშანდება (დასტიკერება/მარკირება) შემოწმებული თაროების.
ტექნიკურ პასპორტების შექმნას იმ თაროებზე, რომელსაც არ გააჩნია.
სავალდებულო მოთხოვნები მიმწოდებლის მიმართ:
ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება საწყობის თარო სისტემების ინსპექტირებაში;
- EN 15635:2008 სტანდარტის ცოდნა და პრაქტიკული გამოყენების გამოცდილება;
- კომპეტენტური ინსპექტორის / კონსტრუქტორის ჩართულობა;
- შესაბამისი ტექნიკური და პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები;
- ანალოგიური შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი (რეფერენსები).
სატენდერო წინადადება აუცილებლად უნდა გადმოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართებზე:
tenders@ge.anadoluefes.com
megi.maisuradze@ge.anadoluefes.com
შემოთავაზების მიღება მთავრდება: 27.03.2026
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
მეგი მაისურაძე
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათაო ოფისი, სოფ. ნატახტარში
megi.maisuradze@ge.anadoluefes.com
ტენდერის კატეგორია:
- 71600000 ტექნიკური შემოწმება, ანალიზი და საკონსულტაციო მომსახურებები