25 ივნისი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T31090 - ტენდერი Nutanix-ის სერვერების ლიცენზიების განახლებაზე
- გამომცხადებელი: სს ჰეშ ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: USD
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 18 ივნისი 2026 დრო 18:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 25 ივნისი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სს ჰეშ ბანკი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს Nutanix-ის ლიცენზიების განახლებაზე.
დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის საშუალებით
შერჩევის პროცესის მიმდინარეობა:
- ტენდერის გამოცხადება: 18 ივნისი 2026 წელი
- ტენდერის დასრულება: 25 ივნისი 2026 წელი
წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განემარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარმოსადგენად.
შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.
ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება პრეტენდენტ/ებ/ს შეეძლებათ სატენდერო განცხადების პორტალზე.
შემსყიდველი იტოვებეს უფლებას, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან/შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება სატენდერო განცხადებების პორტალზე.
ტენდერით შესასყიდი პროდუქტის/მომსახურების ტექნიკური მახასიათებლები:
Nutanix - 1 წლიანი ლიცენზიის გაგრძელება
| პროდუქტის კოდი/დასახელება | პროდუქტის დასახელება | რაოდენობა |
| SWB-CB-PRO-PR | Standard commercial bundle with a subscription for NCI Pro Software License, NCM Starter Software License & Production Software Support Service | 1Y license for 144 Core |
| SWA-NCI-ADR-PR | Subscription, Nutanix Cloud Infrastructure (NCI) Advanced Replication add-on Software License & Production Software Support Service | 1Y license for 144 Core |
| NX-1175S-G7 | Nutanix NX hardware platform/appliance, CPU: Intel(R) Xeon(R) Gold 6226R, RAM: 384GB, existing hybrid storage configuration — official hardware support renewal for 1 year | 4 Units |
მოთხოვნები მომწოდებელ კომპანიის მიმართ და წარმოსადგენი დოკუმნეტების ჩამონათვალი:
მომწოდებელი კომპანია უნდა იყოს შემოთავაზებული პროდუქტის მწარმოებლის ოფიციალური პარტნიორი და უნდა წარმოადგინოს ავტორიზაციის ფორმა ამ კონკრეტული შესყიდვისთვის (MAF);
დანართი #1- შემსყიდველის ტექნიკური დოკუმენტაცია და მოთხოვნები, რომელიც თან ერთვის სატენდერო დოკუმენტაციას;
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება/ფასთა ცხრილი დანართი #2 სახით, PDF ფორმატში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ასევე ექსელის ფაილის სახით
დანართი #3 - კომპანიის რეკვიზიტები;
გამოცდილება : აუცილებელია პრეტენდენტს ჰქონდეს შესრულებული არანაკლებ 1 ანალოგიური პროექტის გამოცდილება, რომელიც მოიცავს Nutanix software subscription/support renewal-ს ან/და Nutanix hardware support renewal-ს. გამოცდილება უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი დოკუმენტით/ხელშეკრულებით/მიღება-ჩაბარების აქტით ან დამკვეთის წერილით.
ტექნიკური მხარდაჭერა: Software მხარდაჭერა უნდა იყოს Nutanix Production Software Support არანაკლებ 24x7x365 რეჟიმში 1 წლის განმავლობაში და მოიცავდეს მწარმოებლის ოფიციალური support policy-ით გათვალისწინებულ software updates, bug fixes, patches და major releases-ს მოქმედი support contract-ის პერიოდში.
ლიცენზიის ვალიდაცია: ყველა ლიცენზია უნდა იყოს რეგისტრირებული და ვალიდური მომხმარებლის (შესყიდვის განმახორციელებელი ორგანიზაციის) სახელზე.
მიწოდება: სერვისის/ლიცენზიის აქტივაცია/გაგრძელება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს:
- End Of Hardware Support - NX-1175S-G7 hardware support — 2026 წლის 30 ივნისი.
- End Of License - software license / Production Software Support — 2026 წლის 18 აგვისტო;
პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია
შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:
- პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
- პრეტენდენტის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო ან სხვაგვარი გირავნობა/იპოთეკა/შეზღუდვა;
- მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
- სატენდერო განაცხადით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
- სრულად არ იქნება წარმოდგენილი;
- არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
- არ შეესაბამება სინამდვილეს;
- ყალბია. - არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პრეტენდენტის შემდგომ მონაწილეობას ტენდერში
კონფიდენციალურობა:
პრეტენდენტი პასუხისმგებელია შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე, მისი დასრულების შემდეგაც, მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 25 ივნისის 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: დოლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში დანართი #1.
შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ტენდერთან დაკავშირებით - misha.dididze@hashbank.ge ,ტექნიკური საკითხებთან დაკავაშირებით - gia.shiukashvili@hashbank.ge ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: +995 595 255 221, +995 593 238 830
ტენდერის კატეგორია:
- 48200000 ქსელების, ინტერნეტისა და ინტრანეტის პროგრამული პაკეტები
- 48800000 საინფორმაციო სისტემები და სერვერები
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები