ჩაბარების ვადა:
3 ივნისი 2022, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT13153 - ტენდერი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის ადმინისტრაციულ შენობასთან არსებული სასმელი წყლის რეზერვუარის რეაბილიტაციაზე
ტენდერის აღწერილობა:
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი სენი - კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), ს/კ: 204419977, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - საქართველოს კლიმატის პროგრამა (GEO-CAP): სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა კლიმატის ცვლილების პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში - ფარგლებში აცხადებს ტენდერს, კერძოდ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის ადმინისტრაციულ შენობასთან არსებული სასმელი წყლის რეზერვუარის რეაბილიტაციის სამუშაოებზე.
ტენდერის ფარგლებში შესასრულებელია შემდეგი სამუშაოები:
- შიგა კედლების შელესვა ნაწილობრივ ცემენტის ხსნარით 1:2 მაღალხარისხიანი ძველი ნალესის ჩამოყრით;
- იატაკზე ცემენტის ხსნარის მოჭიმვა სისქით 4სმ. მ 200;
- კედლების და იატაკის ჰიდროიზოლაციის მოწყობა ორკომპონენტიანი სპეციალური ნარევით (თხევადი და მყარი მასალა) ორჯერ
- 3 ფაზიანი ელ.ტუმბოს დამონტაჟება აწევის სიმაღლით h=160მ თავის დამცავი მოწყობილობით.
სერვისის დასახელება, შესრულების ადგილი და ვადა:
- სერვისის დასახელება: ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის ადმინისტრაციულ შენობასთან არსებული სასმელი წყლის რეზერვუარის რეაბილიტაციის
სამუშაოები:
- შესრულების ვადა: ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 60 (სამოცი) კალენდარული დღე;
- შესრულების ადგილი: ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, სოფელი დილიკაური.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 3 ივნისი, 18:00 საათი. სატენდერო წინადადებები გაიხსნება სატენდერო წინადადების წარმოდგენის ვადის დასრულებიდან მომდევნო სამუშაო დღეს. დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: megi.gamtkitsulashvili@cenn.org
- დაინტერესებულმა პირებმა დამატებითი ინფორმაცია ტენდერის პროცედურების შესახებ შეუძლიათ მიიღონ CENN-ის ოფისში, მისამართზე: ქ. თბილისი, ბეთლემის ქ. №27.
საკონტაქტო პირები:
- ნინო თევზაძე, ელ. ფოსტა: nino.tevzadze@cenn.org
- მეგი გამტკიცულაშვილი, ელ. ფოსტა: megi.gamtkitsulashvili@cenn.org
- მირანდა აფაქიძე, ელ ფოსტა: miranda.apakidze@cenn.org
ტენდერის კატეგორია:
- 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები